2020 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დღეს 21 წლის გახდებოდა .
გიორგი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა, 22 ივნისს კი მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, თუმცა სამი მათგანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირს,მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, პატიმრობა შეეფარდა.