გიფიქრიათ იმაზე თუ სად შეიძლება იყოს გველის გული?

სად არის გველის გული?

როცა გველს ვუყურებთ, ვხედავთ გრძელ, მოლიპულ ცხოველს, რომელსაც ფეხები არ აქვს და გვეჩვენება, რომ თავი უბრალოდ გრძელ კუდზეა მიმაგრებული. მაგრამ თავსა და კუდს შორის არის დიდი, რთული ტანი. გველს აქვს ხერხემალი საჭმლის მომნელებელი სისტემა ღვიძლი და გული, კუნთები, ჯირკვლები და სხვა ორგანოები, რომლებიც გვხვდება ყველა ხერხემლიანში.

გველის ყველაზე საოცარი თვისება ფეხების არარსებობაა. კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა მოძრავი ქუთუთოების არარსებობა, რაც გველის მზერას ჰიპნოზურ ეფექტს აძლევს. გველების უმეტესობას ერთი ფილტვი აქვს. აქედან გამომდინარე, მეტი ადგილია სხვა ორგანოებისთვის. მაგრამ პითონებს და ზოგიერთ სხვა გველს ორი ფილტვი აქვთ. თავის გარედან გველებს ყურები არ აქვთ. მაგრამ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან დედამიწის ვიბრაციის მიმართ. მათ ასევე აქვთ სხვა გრძნობები, რომლებიც ავსებს მათ სმენას.

გველების უმეტესობა კარგად ხედავს. ისინი მსხვერპლს უფრო მოძრაობით ამჩნევენ, ვიდრე ფორმისა და ფერის. გველებს აქვთ კარგად განვითარებული ყნოსვა, მათ კარგად შეუძლიათ განასხვავონ საკვების, მტრების და ერთმანეთისთვის შესაფერისი ცხოველების სუნი. გველებს შეუძლიათ შეაგროვონ ნაწილაკები ჰაერიდან, მიწიდან და სხვა ობიექტებიდან და განსაზღვრონ სპეციალური ორგანოებით.