დიდი ბრიტანეთში ბავშვი სათამაშოს ბატარეის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ The Sun ავრცელებს.
გარდაცვლილი ბავშვის მშობლები სათამაშოებში მცირე ზომის ბატარეების აკრძალვის მიზნით პეტიციას ავრცელებენ.
მშობლები ჰყვებიან, რომ პატარამ, სავარაუდოდ, პლუშის მაიმუნისგან გადმოვარდნილი მცირე ზომის ბატარეა გადაყლაპა, რამაც მისი ორგანოების დაზიანება გამოიწვია.
ბატარეის გადაყლაპვის შემდეგ, ბავშვმა ხველება დაიწყო და გონება დაკარგა. მშობლებმა სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მას ბატარეა ჰქონდა გადაყლაპული.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ბავშვს 12 ოპერაცია ჩაუტარდა. საბოლოოდ, მშობლებმა მისი აპარატიდან გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს.
თავდაპირველად ბავშვს ბატარეა საყლაპავში გაეჭედა, შედეგად სისხლი “მჟავად ექცა”, ხოლო გულში 18 მილიმეტრი დიამეტრის ხვრელი ამოეწვა.
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მამამ აღმოაჩინა, რომ ბატარეა აკლდა მისი ბავშვის სათამაშო პლუშის მაიმუნს, რომელიც შეიცავს პლასტმასის მექანიზმს გულის ცემის სიმულაციისთვის.