დღეს გიორგი ანწუხელიძე

გმირები-ვინ არიან ისინი? ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები დიდი გულით. მათ სტკივათ, განიცდიან და ეშინიათ კიდეც, მაგრამ შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა. მთავარი ისაა, გადააბიჯო ამას და გააკეთო შენი საქმე. ნათქვამია“სულის სიმტკიცე ის კი არაა არასდროს დაეცე, არამედ დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვოო\”. გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. თანამედროვე გმირები ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ხშირად ვაგვიანებთ მათ დაფასებას, რადგან განსაკუთრებული სიბრმავე დაგვჩემდა ქართველებს, გმირებს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ ვაფასებთ და არა მგონია გვამისთვის აღიარებას რამე აზრი ჰქონდეს.

გმირები ბევრნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მე მინდა ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჯარისკაცების მიმართ. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს სად ჯარისკაცი და სად გმირიო, მაგრამ ყოველი ჯარისკაცი არა აქვს მნიშვნელობა გამოუვლია თუ არა ომის ქარცეცხლი ის გმირია, იმიტომ, რომ მათთვის ყოველი დღე ბრძოლის ველია და ისინი იქ იმარჯვებენ. სამშობლო მათი საფიცარი ხატია და სამწუხარიდ იგი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს. ვინ მოსთვლის რამდენმა მათგანმა შესწირა თავი სამშობლოს სიყვარულს. ომი საშინელებაა. იქ, ბრძოლის ველზე ყოველ წუთას სიკვდილს უყურებ თვალებში. შეიძლება ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს. იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ ვერასოდეს იხილავ შენთვის ძვირფას ადამიანებს. სწორედ მაშინ როცა გადარჩენისთვის იბრძვი გხვდება ტყვია, თვალთ გიბნელდება და ამბობ დედა. ალბათ ყველა მათგანის ბოლო სიტყვა დედაა, მათ ხომ ორი რამ უყვართ განსაკუთრებით სამშობლო და დედა. ხუჭავ თვალებს და ხვდები ზღაპრულ სამყაროში. იქ სადაც არაა ომი და მარადიული ბედნიერებაა, მაგრამ მიწაზე გრჩება ძვირფასი ადამიანები. გინდა იტირო სამოთხეში კი არ ტირიან. ეჰ, რამდენი მათგანი გამოეთხოვა სიცოცხლეს ისე, რომ ზოგს ოჯახის შექმნის საშუალებაც კი არ მიეცა. ზოგს შვილები დარჩა, ზოგიერთი კი ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას. მათ არ ეშინიათ, მაგრამ აქვთ გრძნობები. უყვართ, სტკივათ და განიცდიან. თითოეული ჯარისკაცი მთელი საქართველოს შვილია.

გმირი არა მხოლოდ საშიშ თავგადასავლებსა თუ ომებშია ჩაბმული, არამედ შეუდარებელი გამბედაობისა და სიმამაცის ქურდობებში და ექსპლოატაციებში. ის ფლობს არაჩვეულებრივ გონებრივ ფაკულტეტებსა და ფიზიკურ შესაძლებლობებს. იგი თხრობას გრძელი დროით მიჰყვება ბოლომდე, რაც, როგორც წესი, მისი გამარჯვებაა და, ზოგ შემთხვევაში, მისი სიკვდილიც. ამასთან, თანამედროვე გმირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქიური დილემების წინაშე, რადგან ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გამიზნულია თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიური საკითხების გადასაჭრელად.

ერთ – ერთი საქართველოს თავდადებული გმირია -გიორგი ანწუხელიძე .
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ქართველი მებრძოლი 36 წლის გახდებოდა.

 ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო. 

გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს. ქართველი სამხედროს ჯგუფური წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ეს შემზარავი კადრები მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს. მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა სოფ. ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან, 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნებულს, ჯანრმთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.