დღეს მზექალა შანიძის დაბადდების დღეა, იგი 96 წლის გახდა. ქალბატონი მზექალა ენათმეცნიერია, აკადემიკოსი, მაგრამ მისი მრავალმხრივი ღვაწლი ერთი კონკრეტული დარგის ფარგლებს აშკარად სცდება: დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დამდგენსა და გამომცემელს, სინის მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში არსებულ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერს, ივანე ჯავახიშვილის პრემიისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენის კავალერს, ბუნებრივია, ერთ რომელსამე სფეროს ვერ მივაკუთვნებთ.