გუშინ, როდესაც საბაგირო დაუდგენელი მიზეზით გაჩერდა, 25 პირი გადაადგილდებოდა.
მიტარბის საბაგიროდან დამსვენებელთა ევაკუაცია გუშინ დასრულდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, მაშველებმა საბაგიროდან 25 ადამიანი ჩამოიყვანეს.
მაშველებს საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის, თაზო გამცემლიძე სოციალური ქსელის საშუალებით მადლობას უხდის:
“მადლობა მინდა ვუთხრა ბაკურიანის მთის მართვის სამსახურის სამაშველოს ბიჭებს, თავიანთი საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის.
ოპერაციის დაწყებიდან ერთ!!! საათში (ევროპული სტანდარტით 3 საათია გათვალისწინებული) ყველა მგზავრი უსაფრთხოდ იყო მოხსნილი საბაგიროდან.
ენდეთ ჩვენს მაშველებს, ისინი თავის საქმის პროფესიონალები არიან და ყველაფერს აკეთებენ თქვენი უსაფრთხოებისთვის”- წერს თაზო გამცემლიძე
.