“ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი იყოს” – თეთრი სახლი

შეერთებული შტატები ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად მხარს უჭერს დასახელებული რუსული ბანკების გაძევებას SWIFT-დან. ამერიკულმა მხარემ ასევე დადო პირობა, რომ ერთობლივად უზრუნველყოფს, რომ „ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი იყოს” – ავრცელებს თეთრი სახლი.