ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ქართველ ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა, რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, შეკრებილ ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართა:

,,მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ევროპელ ხალხს. ასე ესალმებიან ამ დღეებში ერთმანეთს ჩვენი ჯარისკაცები და ჩვენი გმირები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ თავიანთ სახლებს, ისინი იცავენ უკრაინას, ჩვენს და თქვენს ევროპას.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას რუსეთის შემოჭრისგან, რუსეთის თავდასხმისგან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახლებსა და და ჩვენს მიწას რუსეთის აგრესიისგან. ჩვენ ახლა, ყველა ვართ მსახური. ზოგიერთი არის მსახური ჯარში, რომელიც ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ზოგიერთი არის მსახური ექიმის სახით, სკალპერით ხელში, ქირურგიული ოპერაციის დროს, სხვები მუშაობენ ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენი გულისთვის. ეს არის უკრაინული გული, რომელიც დგას ბოროტების წინააღმდეგ.

მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ. თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი – თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის”.