“ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ მივატოვე ჩვენი არმია და ქვეყანა”-ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია.

“დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ინტერნეტში გამოჩნდა ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა მე მოვუწოდებ ჩვენს არმიას, დაყაროს იარაღი და მიმდინარეობს ევაკუაცია. მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სხელმწიფოს, რადგან ჩვენი იარაღი – ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბავშვები და ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ,” – ამბობს ზელენსკი.