ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს.

“უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის ,“ – ნათქვამია შეტყობინებაში.