ზელენსკი ალიევს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სატელეფონო საუბრისას, ზელენსკი ალიევს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ვაგრძელებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას. მადლობა უკრაინისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.