1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველ პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, ოფიციალური ვერსიით, თავი მოიკლა. ოჯახი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.
დევნილი პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად იძულებული იყო თავი სამეგრელოს ტყეებისთვის შეეფარებინა, გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველად იქვე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში ქალაქ გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი პირველი პრეზიდენტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
“თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად”- ზვიად გამსახურდია.