თბილისის ნაწილს 5 იანვარს ელექტროენერგია შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ “თელასი” ავრცელებს.იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის  ქუჩების მოსახლეობას.