“იმედი მაქვს ყველაზე დიდი წამებით მოკვდები – ჩემი ქვეყანა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის და ვერასდროს ვერავინ მიითვისებს” ზინჩენკო პუტინს მიმართავს

მანჩესტერ სიტის უკრაინელი ფეხბურთელი ოლეკსანდრ ზინჩენკო სოციალურ ქსელში რუსულ აგრესიას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პუტინის არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო მათ შორის ავიაციის გამოყენებით, რომელმაც უკრაინის არაერთი ქალაქი დაბომბა. როგორც ზინჩენკომ დაწერა, მისი ხალხი მტერს ბოლომდე შეებრძოლება.

“მთელი ცივილიზებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. არ შემიძლია ჩრდილში დავდგე. მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ფოტოზე ჩემი ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ქვეყანა, რომლის ფერებსაც ვიცავ საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყანა, რომლის განდიდებასა და განვითარებას ვცდილობთ, ქვეყანა, რომლის საზღვრებიც ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. ჩემი ქვეყანა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის და ვერასდროს ვერავინ მიითვისებს. ჩვენ არ დავნებდებით, დიდება უკრაინას!”.

მოგვიანებით ზინჩენკომ რუსეთის პრეზიდენტის ფოტო განათავსა წარწერით: “იმედი მაქვს, ყველაზე მძიმე წამებით მოკვდები, რაც კი არსებობს, არარაობავ!”.

სხვა საქმეა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ინსტაგრამმა უკრაინელი ფეხბურთელის ბოლო პოსტი მალევე წაშალა. ცნობისთვის, 25 წლის ზინჩენკომ კარიერა დონეცკის შახტარში დაიწყო. უკრაინელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში რუსულ უფაშიც თამაშობდა, საიდანაც კარიერი ინგლისში, კერძოდ კი, მანჩესტერ სიტიში გააგრძელა.