ინფექციური პათოლოგიის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა გამოხატეს სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია. მისასალმებელია, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა აგრესორის წინააღმდეგ, რაც იმის საწინდარია, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და შესძლებს დაიკავოს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ სამყაროში.

დიდება უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს! დიდება საქართველოს!

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქციას შეუერთდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (US CDC) მაღალი რანგის დელეგაცია, რომელიც ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა.