ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადატანას აანონსებს. მისი განცხადებით საავადმყოფოს გადატანა ახალ შენობაში წლის ბოლომდე იგეგმება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა იქნება.

“მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანას. ახალ შენობაში ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული.
მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ ლოკაციაზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების მქონე ინფექციური საავადმყოფო გვექნება” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.