შსს-ს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2021 წლის მონაცემებით საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული. აქედან 45-ირანის, 35-თურქეთის და 7- ავღანეთის მოქალაქეა.

მათივე ცნობით გასული წლის ბოლო კვარტალში ლტოლვილობის სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის არიან: ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები.
2021 წლის ბოლო სამ თვეში, 80,95% -ით ასევე გაიზარდა ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. საანგარიშო პერიოდში, ეს სტატუსი 38-მა პირმა მიიღო.