კარლ ჰარცელი : მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით უყურებს.

“ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, ეს მოიცავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას დაცული.”

მისი თქმით, ამ კუთხით ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ობიექტური სამედიცინო რჩევები და ხელისუფლების მიერ ამ რჩევების გათვალისწინება.