კაჭკაჭიშვილი: პუტინი ომს იმ შემთხვევაში შეწყვეტს,თუ…

ექსპერტმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე:

პუტინი მაკრონთან საუბარში ოფიციალურად აცხადებს, რომ ომს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინაში შეიცვლება ეროვნული მთავრობა, იქ მეფისნაცვალი დაჯდება, უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე და მოხდება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება რუსეთის ტერიტორიებად.

თითოეული ეს მოთხოვნა მასსა და ჰიტლერს შორის ანალოგიას ადასტურებს.

ზუსტად იგივე უნდა პუტინს საქართველოსთან მიმართებით.

უკრაინა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო ამ შეშლილ ავანტიურას ეწინააღმდეგება.

საქართველო წინააღმდეგობის ამ ნაკადს თუ არ შეუერთდება, მწვანე შუქს აუნთებს პუტინის ზრახვების განხორციელებას საქართველოში.

ეს ხომ დღესავით ნათელია! – წერს კაჭკაჭიშვილი.