კიევიდან 30 კილომეტრში 2 აფეთქება ვასილკოვის ირგვლივ

CNN-ის ინფორმაციით, ორი აფეთქება, სავარაუდოდ, ვასილკოვოს გარშემო იყო, დაახლოებით 30 კილომეტრში კიევის სამხრეთით.

მათივე ინფორმაციით, ვასილკოვოს აქვს სამხედრო აეროდრომი და საწვავის ავზი. რეგიონი პარასკევს ღამით მძიმე ბრძოლების ადგილი იყო, რასაც უკრაინის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ.