კიევიდან 37 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ძალების 370 ერთეული ტექნიკის მობილიზება შეიმჩნევა

უკრაინული გამოცემა „უნიანი” ანდრეი ცაპლინენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევიდან 37 კილომეტრში ზდვიჟევკის დასახლების არეალში რუსული სამხედრო ძალების 370 ერთეული ტექნიკის მობილიზება შეიმჩნევა.

ოკუპანტი ქვეყნის ტექნიკა კიევის მისადგომებთან უკვე 6 საათის განმავლობაში იმყოფება.„მანქანები წინ და უკან დადიან, თუმცა კიევის მიმართულებით არ იძვრებიან“უკრაინული მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა პუტინის მიერ ჯარების უკრაინის სიღრმეში კიდევ უფრო წინ წაწევის დროებით შეჩერებას უკავშირდებოდეს.