კიევს ათასობით ადამიანი ტოვებს

კიევს ათასობით ადამიანი ტოვებს. მთავარ რკინიგზის სადგურთან, ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ უკრაინის დედაქალაქი დაეტოვებინა. მათაც კი, ვისაც მანქანები ჰყავს, უჭირთ ქალაქის დატოვება, რადგან რეგიონში თითქმის ყველა ავტოგასამართი სადგური დაკეტილია.- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC იუწყება,უკრაინამ საევაკუაციო რკინიგზები მოაწყო, მოსახლეობის ქვეყნის დასავლეთით გადასაყვანად. მატარებელში ხალხის ნაკადი არ წყდება. ის, ვინც ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, „კომენდანტის საათის” დაწყებამდე მატარებელში ასვლას ვერ მოახერხებს, რუსული თავდასხმის მოლოდინში, ღამეს სადგურში ათენებს.