საუნივერსიტეტო კლინიკის მეხუთე სართულიდან 65 წლის კოვიდპაციენტი გადმოხტა, იგი ადგილზე გარდაიცვალა.
გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა პაციენტი და მასაც ვუთხარით, რომ ხვალ გავწერდით. ძალიან გაუხარდა და ასე გამოხატა ემოცია, რა კარგია წავალ სახლშიო. შევიდა ექთან,ი დაალაგა პალატა ახალი პაციენტისთვის, გამოვიდა და ორი წუთის გამოსული იყო და პაციენტი გადახტა ფანჯრიდან. ანამნეზში არავითარი ფსიქიური პრობლემები არ ჰქონია, – ამბობს ტურძელაძე.