კულება: ომის დამნაშავეებს ყველას დავსჯით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსი „ომის დამნაშავეები“ ყოველი წვეთი უკრაინული სისხლისთვის გასამართლდებიან.

„რუსეთმა კიდევ ერთი ომის დანაშაულს ჩაიდინა. ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა შორის სულ მცირე ერთი ბავშვი დაიღუპა. ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 17 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.