კანიბალიზმი იყო ფართოდ გავრცელებული უძველესი დროის ადამიანებში. კანიბალიზმი XIX საუკუნეშიც გვხვდებოდა ავსტრალაზიის იზოლირებულ კულტურებში. ფიჯი ერთ დროს იყო ცნობილი როგორც „კანიბალების კუნძული“. კანიბალიზმის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება კარგადაა დოკუმენტებით დადასტურებული: ფიჯიდან ამაზონის დაბლობში, კონგოს ღრმულსა და მაორის ტომებში ახალ ზელანდიაში. ნეანდერტალელებზე არის ვარაუდები, რომ მათში კანიბალიზმის აქტები ხდებოდა,და შემდეგ ისინი შეჭამეს თანამედროვე ადამიანებმა.
ასეულობით წლის განმავლობაში, მე-17 საუკუნემდე, ევროპული ელიტა, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები და მეცნიერები, რეგულარულად მიირთმევდა ადამიანის სხეულის ნაწილებს.
ამ შემზარავი პრაქტიკის მიღმა გავრცელებული ჭორი იმალებოდა, თითქოს ადამიანის გვამს დაავადებების განკურნება შეეძლო.
ამის გამო, საფლავის მთხრელები სასაფლაოებზე ხშირად ეძებდნენ საკბილოს. მათ არც ეგვიპტის აკლდამებიდან მორიდებიათ მუმიფიცირებული გვამების წაღება.