მთავარია ომი არ იყოს მადლობა ბატონ ბიძინას

“რუსეთი უკრაინაში გაიჭედა და მაღალ ფასს გადაიხდის, ყველა მიმართულებით, ეს ნათელია. და ჩვენ?ანუ აქ რა ხდება, რას ვაკეთებთ სახელმწიფო დონეზე.ყველაფერს აქვს შინაარსი ანუ შიგთავსი და აქვს ფორმა, ეს პრემიერის განცხადებებს ეხება, გასაგებია რაც თქვა, მაგრამ ასე რატომ და საერთოდ რა საჭირო იყო.გავიგეთ რომ ტანკის ლულაში ჯოხს არ ყოფენ, მაგრამ ამავე ლულას რუსებს რატო უპრიალებენ?ბატონი ბიძინას გარე პოლიტიკა მარტივი ორ სკამზე ჯდომა იყო, ანუ დასავლეთს უღიმოდა და რუსებს თვალს უკრავდა. ბოლო ორი წელი ეს გაუჭირდა, დასავლეთი სულ უფრო ღიზიანდებოდა და ღიმილის აღარ წამდა, თუმცა ბიძინა თვლიდა რომ ისევ “გაუქაჩავდა”ეხლა სიტუაცია თავდაყირა დადგა, უცებ ყველაფერი გახდა ძალიან შავ-თეთრი.

ამ ფონზე ეს პოლიტიკა უცებ წამგებიანია თან ორივე მხარეს.დასავლეთისთვის არასაკმარისად დემოკრატიული და უკვე მათი ნაწილისთვის პრორუსულიც კი ხარ, და ჭკუა დაკარგული პუტინისთვის არასაკმარისად სანდო და ლოიალური ხარ, ოლიგარხი რომელსაც ვერ და არ გენდობა, რამეთუ შენი ღიმილები დასავლეთის მხარეს იცის.აქ უკვე კეთდება არჩევანი, და მივდივართ ტანკის ლულის პრიალზე. არჩევანი საით?ნუ, როცა შენი ქმედებები და განცხადებები რუსეთის მუდმივი სატელიტის, სერბეთის განცხადებებს ემთხვევა და რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს ახარებს, ალბათ გასაგებია საით.

მთავარია ომი არ იყოს. მადლობა ბატონ ბიძინას”-წერს ნოდარ ხარშილაძე.