“მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო”

“უნდა ვიმოქმედოთ ახლა. შემდეგ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. მე ვარ ვლადიმერ კლიჩკო და მივმართავ მთელ მსოფლიოს, რომ შეაჩეროს ის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. დღეს მოქალაქეებს ესროლეს და დახოცეს. ასევე სხვადასხვა სპეცოპერაციებით ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას და ეს ხდება ევროპის შუაგულში. დრო არ იცდის, უნდა ვიმოქმედოთ ახლა. შემდეგ, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს” – ამის შესახებ ვიდეო მიმართვას მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო “ტვიტერში” ავრცელებს.