20 იანვარი ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციის დღე

1937 წლიდან ყოველ 4 წელიწადში ამერიკაში 20 იანვარს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

1937 წლის 20 იანვარს შედგა  ფრანკლინ რუზველტის ინაუგურაცია მეორე ვადით აშშ-ის პრეზიდენტად. ეს იყო პიველი ინაუგურაცია და ტრადიციის საფუძველი 20 იანვარს, მე-20 შესწორების მიღების შემდეგ, მანამდე ინაუგურაცია 4 მარტს ტარდებოდა.

ინაუგურაციების ისტორიამ შემდგომი გაგრძელება ჰპოვა:

  • 1937: ფრანკლინ რუზველტის ინაუგურაცია მეორე ვადით.
  • 1953 : დუაიტ ეიზენჰაუერის ინაუგურაცია აშშ-ის 34-ე პრეზიდენტად.
  • 1961 : ჯონ კენედის ინაუგურაცია აშშ-ის 35-ე პრეზიდენტად.
  • 1965 : ლინდონ ჯონსონის ინაუგურაცია აშშ-ის 36-ე პრეზიდენტად.
  • 1969 : რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაცია აშშ-ის 37-ე პრეზიდენტად.
  • 1977 : ჯიმი კარტერის ინაუგურაცია აშშ-ის 39-ე პრეზიდენტად.
  • 1981 : რონალდ რეიგანის ინაუგურაცია აშშ-ის მე-40 პრეზიდენტად.
  • 1989 : ჯორჯ ბუშის ინაუგურაცია აშშ-ის 41-ე პრეზიდენტად.
  • 1993 : ბილ კლინტონის ინაუგურაცია აშშ-ის 42-ე პრეზიდენტად.
  • 2001 : ჯორჯ ბუშის ინაუგურაცია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტად.
  • 2009 : ბარაკ ობამა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი გახდა.
  • 2017 : დონალდ ტრამპის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია.
  • 2021 :ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო.