საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ეთო ბუზიაშვილი ეხმაურება რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებას და წერს:
საინტერესო მოსაზრებას წერს მონაცემების მკვლევარი დეივ ტროი:
“თუ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრება, ის სახეს დაკარგავს რუსეთში, რამაც შეიძლება სხვადასხვა სახის შიდა არეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში. ერთადერთ გზად დასავლეთთან კონფრონტაციაში “წარმატების” მისაღწევად პუტინს ჰიბრიდული ომის გაძლიერება დარჩება.კრემლის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოება მოითხოვს ტაქტიკური მოულოდნელობების განხორციელებას და მისი გლობალური მეხუთე კოლონის გააქტიურებას, რათა ამ უკანასკნელებმა უფრო ინტენსიურად აწარმოონ საინფორმაციო ომი და დასავლეთში დაპირისპირებების ცხელი კერები გააჩინონ. მაგრამ დასავლეთის კონტრდაზვერვამ ხომ იცის თავის ქვეყნებში ვინ არის რუსეთის მეხუთე კოლონა და აგენტურული ქსელი. დასავლეთის კონტრდაზვერვას შეუძლია ლეგალურად ამონიტორინგოს რუსული აგენტურული ქსელის უცხოური კომუნიკციები.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე აჩვენა, რომ შეუძლია და სურს პუტინს დაასწროს და მასზე წინ იყოს მოქმედებაში – საინფორმაციო ოპერაციების და მეხუთე კოლონის ოპერაციების ჩაშლით, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში გაკეთდა.
დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანეთმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის მთავრობის გადაგდებას და მარიონეტული რეჟიმის დაყენებას გეგმავს, რომლის ლიდერი იქნება უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი ევგენი მურაევი (ანტი-დასავლური ორიენტაციის). სხვა უკრაინელების სახელებიც დაასახელეს, ვინც ამ გეგმაში ფიგურირებენ და ვისაც კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.ვაშინგტონში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო მონაცემებს ენდობიან.
ბრიტანეთის ლიდერობა უკრაინის სახელმწიფოებრიობის დასაცავად არის საოცარი. სამხედრო და სადზვერვო სფერობში მშვენიერი დახმარება: კიევს აწვდის იარაღს, ააშკარავებს მოსკოვში დაგეგმილ გადატრიალების გეგმებს.და ეს საჯაროობა და გამჭვირვალოვბა დაზვერვის მონაცემებთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება დიქტატორების კორუმპირებულ აქტორებს, არის ძალიან კარგი სტრატეგია.
არსებობს ძალიან დიდი ქსელი იმ აქტორების, რომელიც დასავლურ კონტრდაზვერვას შეუძლია წინასწარ/პრევენციულად საჯაროდ გამოააშკარაოს. ყოველი დღე, როცა პუტინის ტაქტიკური უპირატესობა ჩაიშლება, როცა მის მიერ განზრახული შემდგომი ნაბიჯები გამოააშკარავდება და შედეგად სულელად წარმოჩნდება, იქნება დღე, რომელიც მოაახლოვებს მისი რეჟიმის ჩამოშლას”.