როდესაც უკრაინაში პროცესები დაიძრა მაშინათვე დაიწყო იმაზე საუბარი,რომ რუსეთმა თავის “მეგობარ” სახელმწიფოებთან – კუბა და ვენესუელასთან თანამეგობრობის გამო გასნას სამხედრო ბაზები და ამით დაემუქროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს გეგმა არახალია კაცობრიობისთვის,რადგან გვაქვს ისტორიულად მაგალითები იმისა,რომ რუსეთის ჯარების გადასროლა ლათინო ამერიკაში დასრულდა სავალალო შედეგით მათთვის. ამ ამბავს გუშინ გამოეხმაურა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და მის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:
“რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დაწყებისთანავე გაჟონა ინფორმაციამ რომ რუსები უკიდურეს საპასუხო განიხილავენ ლათინურ ამერიკაში სამხედრო ბაზის გახსნას.
აქ სამი ვარიანტი იკვეთება: კუბა, ვენესუელა და ნიკარაგუა.
კუბა პრაქტიკულად გამორიცხულია. როგორ დამთავრდა ერთხელ იქ საბჭოთა რაკეტების განთავსება ეს ყველას მძიმედ ახსოვს. თანაც, კუბის ეკონომიკა ტურიზმით სულდგმულობს და ასეთი ხათაბალა არაფერში სჭირდება.
ვენესუელა სიამოვნებით თანამშრომლობს მოსკოვთან, მაგრამ მისი კონსტიტუცია უცხო ქვეყნის ბაზების განთავსებას კრძალავს. ამ ქვეყნის რეჟიმი დამხობას ძლივს გადარჩა და კონსტიტუციის ცვლილების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია.
რჩება ნიკარაგუა. რთული სათქმელია რამდენად წავა რუსული ბაზის განთავსებაზე უკვე მობერებული ორტეგა. იყო დრო როცა ამერიკამ მის ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე ინტერვენცია განახორციელა, მაგრამ ამას ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს მოეღო ბოლო და მოყოლებული იქიდან ვაშინგტონი ცდილობს მსგავსი რამეებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, რეიგანის დროს ადგილი ჰქონდა სწორედ ნიკარაგუაში მთავრობის დამხობის მცდელობას სწორედ ორტეგას შეიარაღებული ოპოზიციის დაფინანსების გზით. ასე რომ ორტეგას კარგად უნდა ესმოდეს რომ თუკი რუსეთს ასეთ რამეზე დათანხმდა, ამერიკა ყველა შესაძლო ზომას მიმართავს ეს არ დაუშვას.”
საბოლოო ჯამში საერთოდ არ არის გამორიცხული რუსეთმა ჯარების ნაწილი იქითაც გადაისროლოს და ყურადღების ცენტრის გადატანის საშუალებით მოიპოვოს დიდი უპირიტასობა. ამ ხერხით ერთხელ წააგო რუსეთმა,მაგრამ თავისას არ იშლიან ,ვნახოთ რა მოხდება,თუმცა სრულად რეალურია ამ მოცემულობის მიღება.