ირანის მთავრობამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ჩემპიონ მოჰამად ჯავად ვაფაეი-სანის. მიზეზი სპორტსმენის მონაწილეობა იყო 2019 წლის პროტესტებში. მას სახელმწიფო შენობების დაწვასა და ნგრევაში დასდეს ბრალი.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მთავრობას მოკრივის შეწყალებისკენ მოუწოდეს, „ტვიტერში“ კი გაჩნდა ჰეშთეგი #SaveMohammadJavad.
შეგახსენებთ, რომ მსავსი შემთხვევა პირველი არ არის და 2020 წლის სექტემბერში ქალაქ შირაზში ჩამოახრჩვეს 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფქარი. ის გაასამართლეს საპროტესტო მოძრაობისას ჩადენილი მკვლელობის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ აფქარი ირწმუნებოდა, აღიარებითი ჩვენება ძალით მიმაცემინებს და ამისთვის წამების სხვადასხვა მეთოდი გამოიყენესო, სასიკვდილო განაჩენი მაინც გამოიტანეს.