კიევში ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრა
გაიმართა. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ვლადიმირ ზელენსკის კი სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად ანკარა შესთავაზა.
„სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქეთში სამიტს ორი ქვეყნის პრეზიდენტების ან ტექნიკური ჯგუფების დონეზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო განცხადება და ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებული სცენარი აუძლურებს უკრაინელ ხალხს. მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.