მშვიდად იცხოვრეთ, ვერსად მნახავთ – ალა პუგაჩოვა

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვა მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიას გამოეხმაურა „რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით მეტია აგრესია. მშვიდად იცხოვრეთ, ვერსად მნახავთ“ – წერს სოციალურ ქსელში

მომღერალი ახლა ისრაელში იმყოფება. საქმე ეხება სატელევიზიო ცენტრ „ოსტანკინოს“ ფასადზე განთავსებულ წარწერას, სადაც ალა პუგაჩოვას შეურაცხყოფა მიაყენეს. ,,ყველას ყელში ამოგვიხვედი, წადი აქედან” –  ეწერა ფასადზე.