რუსულ მედიაში ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. პირველი წყაროს – vseprosport.ru-ს ცნობით, მას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქმე ეხება ექვსი წლის წინ გამართულ მატჩს და ქართველი ჩოგბურთელის საქმეს უკვე იძიებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ანტიკორუფციული ბიურო.
გამოცემა იუწყება, რომ გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი ბასილაშვილს დროებითი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ბასილაშვილთან დაკავშირებული მორიგი სკანდალური ინფორმაცია მოგვიანებით რამდენიმე ევროპულმა გამოცემამაც გაავრცელა. შემდეგ კი საკითხს ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გაკეთებული განცხადებით. ირმა ჭკადუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არავითარი სანქცია არ ემუქრება.
•
ნიკოლოზ ბასილაშვილი ეჭვმიტანილად ცნეს
