ოკუპანტებმა ვასილკოვოზზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს , სადაც ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთის საოკუპაციო არმიამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა ვასილკოვოზე, რის შედეგადაც იქ არსებული ნავთობის ბაზა იწვის. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება „ცენზორი“ იუწყება.

მისი ინფორმაციით, ბაზაზე დარტყმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. ინფორმაციას ქალაქის მერი ნატალია ბალასინოვიჩი ადასტურებს.