კიდევ 2 გატაცებულები

მორიგი გატაცება საოკუპაციო ზოლიდან – საქართველოს 2 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული სოფლის, ლოპანის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს.

ინციდენტი 10 დღის წინ მოხდა, თუმცა სუს-ი ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა. უკანონოდ დაკავებულების ოჯახებში ამბობენ, რომ გატაცებულები შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ორივე მამაკაცს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გატაცებები ოკუპაციის ზონაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. გასულ კვირას საქართველოს 4 მოქალაქე მოიტაცეს, რომლებსაც რამდენიმე დღის ცხინვალის იზოლატორში გატარება მოუწიათ.