ოლიმპიური თამაშები დაიხურა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა 2022 წლის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა.

წელს, ოლიმპიადაზე მედლების 109 კომპლექტი გათამაშდა. პროგრამაში შედიოდა სპორტის შვიდი სახეობა, რომელიც 15 დისციპლინას აერთიანებდა.

წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლების სატურნირო ცხრილში ნორვეგიის ნაკრები ლიდერობს – 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილზეა გერმანია – 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით. მესამე ადგილზე ჩინეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.