ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე ძველია

ოქსფორდის უნივერსიტეტი უძველესი უნივერსიტეტია ინგლისურენოვან სამყაროში და ის იმდენად ძველია, რომ მისი დაარსების თარიღი უცნობია, თუმცა ითვლება, რომ აქ სწავლება XI საუკუნეში უკვე მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, ოქსფორდში 24,000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთა დაახლოებით ნახევარი ბაკალავრიატის, ხოლო 40% საერთაშორისო სტუდენტია. ოქსფორდის უნივერსიტეტს აქვს ოთხი აკადემიური განყოფილება: მათემატიკა, ფიზიკა და ბუნებისმეტყველება; სამედიცინო მეცნიერებები; და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები. ოქსფორდს ჰყავს 250,000-ზე მეტი გამოჩენილი კურსდამთავრებული, მათ შორის 120-ზე მეტი ოლიმპიური მედალოსანი, 26 ნობელის პრემიის ლაურეატი, შვიდი პოეტი-ლაურეატი და 30-ზე მეტი თანამედროვე მსოფლიო ლიდერი, მათ შორის ბილ კლინტონი, აუნგ სან სუ ცი, ინდირა განდი და დიდი ბრიტანეთის 26 პრემიერ მინისტრი. 1096 წელს დაფუძნებული ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე 200 წლით, მაჩუ-პიქჩუზე 300 წლით ადრე და აღდგომის კუნძულების თავების ქანდაკებებზე 150 წლით უფრო ძველია. არსებობის განმავლობაში სასწავლებელში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო განათლება, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს 28 პრემიერმინისტრმაც.