პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი გლდანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, სადაც მშობლები და მათი, სამი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა.

“დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი, – მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს ირაკლის, რუსუდანის, დავითის, მარიამისა და დარეჯანისთვის, რათა უფალმან სავანესა მართლათასა დააწესოს მათი უკვდავი სული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – ნათქვამია ილია მეორეს წერილში.