საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად არის შემუშავებული.
პროგრამის ამუშავებით ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.
პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი, ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.
მთავრობის პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000 ადამიანი. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან კოორდინაციით მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას.
ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.