ქართული ოცმების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის გაზრდაა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, პარტიის მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარადგინეს.
კობახიძე აცხადებს, რომ დღეს არსებული მოცემულობა არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ.
“ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.
როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ორგანიზაციის დასაფუძნებლად მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.
შემდეგ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენციაზე აირჩევენ ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენციაზე კი საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს.