“პუტინი ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს”- ევროპული კომისიის პრეზიდენტი

„პუტინი დაადგა უკრაინის განადგურების გზას, მაგრამ სინამდვილეში, ის ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირში აპირებენ იმუშაონ, რომ რუს ოლიგარქებს აუკრძალონ ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე. ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპულმა კავშირმა გადაწყვიტა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება, რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან.