გუშინ, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აღიარებს “D/LNR” – ს “მათ კონსტიტუციებში მითითებულ საზღვრებში”. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს მოუწევს დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო მოქმედებების დაწყება, რადგან ეს ქალაქები ნახევრად სეპარატისტებს აქვთ დაკავებული, ნახევარში კი უკრაინელი სამხედროები არიან განლაგებულნი.
რუქაზე მკაფიოდ არის გამოსახული, რომ დონბასის და ლუგანსკის 40-40 % აქვთ დაკავებული პირველ ჯერზე სეპარატისტებს, ახლა კი რუსული არმიაა განლაგდება. პუტინმა მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს, რომ ლუგანსკის და დონბასის ტერიტორიები დატოვონ,რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ისინი მათ მიწა-წყალს იცავენ და არსად აპირებენ წასვლას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ორი დაპირისპირებული მხარე კიდევ უფრო ახლოს იდგება ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც რისკებს და საფრთხეებს კონფლიქტის დაწყებისა ზრდის.
უკრაინა ელოდება პასუხის პასუხს რუსეთისგან. დასავლეთმა ეკონომიკურად ერთ დღეშივე შებოჭა რუსეთი და ვნახოთ რამდენს გარისკავს ვლადიმერ პუტინი.