რატომ არ შეუტია ჩინეთმა ტაივანს?!

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო ბევრი სამხედრო ექსპერტი მოელოდა ჩინეთის თავდასხმას ტაივანში, თუმცა ეს ასე არ ხდება.

რატომ არ შეუტია ჩინეთი ტაივანს?

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის უმოქმედობამ ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია რუსეთის ელიტაში. ეს გასაგებია. ბევრი ელოდა, რომ ჩინეთი გამოიყენებდა ევროპაში არსებულ ქაოსს და ხედავდა მას, როგორც ტაივანის დაპყრობის შანსს. მიუხედავად ამისა, ისინი არ შემოიჭრნენ. რატომ?

მსოფლიო გეოპოლიტიკური დინამიკა იმისკენ მიდის, რაც კისინჯერმა ივარაუდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2030 წლიდან ჰეგემონი სახელმწიფო შესაძლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გახდეს, რაც ცხადია მათი მასშტაბიდან გამომდინარე არის რეალური.

ტაივანზე შეტევა მნიშვნელოვანი დღის წესრიგის საკითხია ჩინეთისთვის, მაგრამ ისინი ფეხს ითრევენ ამ კონფლიქტის განახლებაში და შესაძლოა ამის განმაპირობებელი ბევრი ფაქტორი მიმოვიხილოთ, მაგალითად : ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი, რომელიც უკრაინის ომში აქტიურად არის ჩართული და მეტსაც გეტყვით, მათ შორის მოლაპარაკებების რაუნდები შედგა და ჩინეთს ისეთივე მიმხრობლური პოლიტიკა არ აქვს რუსეთის მიმართ, რაც ომამდე იყო.

კრემლის აღშფოთებაც ამას უკავშირდება, რადგან ისინი მოელოდნენ რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამდა, მაგრამ მათი გარდაუვალი მარცხი უკრაინაში მათ შორის ურთიერთობას თავდაყირა აყენებს.

ამერიკის შეერთებული შტატები დგება გარანტორი და ამ ეტაპზე მთავარი როლი მას გააჩნია ნებისმიერ კონფლიქტში, რაც მსოფლიოშია.

ჩინეთი არ ჩქარობს და ელოდება უკრაინაში ომის დასრულებას, არ რისკავს ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას.