რატომ ვერ შედგა სენაკის საკრებულო?

ჩხოროწყუში,წალენჯიხასა და რუსთავში საკრებულომ სრულყოფილი მუშაობა დაიწყო და მთლიანად ოპოზიციურია,ხოლო რაც შეეხება სენაკს და ზუგდიდს, აქ სამწუხაროდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და ვერ აირჩა თავმჯდომარე.

წინარე სტატიაში ვისაუბრეთ ზუგდიდის საკრებულოში არსებულ ვითარებაზე და სავარაუდო არჩევნების დანიშვნა/არდანიშვნის საკითხზე.

რაც შეეხება სენაკს,აქ განსხვავებული მოცემულობა გვაქვს, სენაკის საკრებულოში კვორუმის არ არსებობის გამო, საკრებულო ვერ შედგა ჯერჯერობით, რადგან “გახარიას” პარტიის წარმომადგენლები მუდმივად აცდენენ სხდომებს, სიის პირველი ნომერი, გავიდა საკრებულოდან და ჩაანაცვლა სიის მეხუთე წევრმა, მაგრამ ამბობენ რომ ვერ მოხდება ამ წევრის ცნობა და შესაბამისად კვორუმი და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. თვითონვე იჭრიან გზას, როცა რეალურად არსებობს ნორმატიული აქტი, როდესაც საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე, სხვა საკრებულოს წევრის გასვლის ხარჯზე შემოსული წევრი, ავტომაურად წევრად იცნობა 2 კვირის შემდგომ.

პროცედორული შეცდომაა თუ რაიმე ხრიკი ეს თქვენთვის მომინდია განსასჯელად,მოცემულობა კი ასეთია, რომ ვერ აირჩა თავმჯდომარე.