“პრეზიდენტის და მისი ხალხის გმირობა შთამაგონებელია” – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს დიპლომატიურად და ფინანსურად.

“ამ საღამოს ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტის და მისი ხალხის გმირობა საკუთარი ქვეყნის დაცვაში შთამაგონებელია. „ჩვენ ნათლად ვამბობთ – რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს დიპლომატიურად და ფინანსურად. მე მივესალმები მზარდ მზაობას რუსეთი გავრიცხოთ SWIFT-დან, – აღნიშნავს ჯონსონი.