როგორ აფასებს გაერთიანებული სამეფო რუსულ ძალებს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ,,ტვიტერზე” განცხადებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ახლა ლოჯისტიკური გამოწვევების წინაშე დგას.

“რუსული ძალები ვერ აღწევენ „იმ პროგრესს, რაც დაგეგმეს“. ისინი ახლა ლოჯისტიკური გამოწვევებისა და უკრაინელების მიერ გაწეული ძლიერი წინააღმდეგობის წინაშე დგანან. რუსული ძალები ზრალდებიან და რამდენიმე რუსი ჯარისკაცი უკრაინულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ შეზღუდა წვდომა რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, რათა უკრაინაში არსებული სიტუაციის დეტალები საკუთარი ხალხისგან დაეფარა “, – ნათქვამია განცხადებაში.