„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივ ქირურგიულ ნიღაბს „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის აქვს, ხოლო ე.წ. რესპირატორი N95 ნიღბის დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა და უფრო მაღალი კატეგორიისაა.
ამის შესახებ, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხეიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ე.წ. ნიღაბი-რესპირატორი ყველაზე ეფექტურია და მისი გამოყენება რამდენიმე დღეც არის შესაძლებელი.
“თუ ნიღაბი არ არის დაზიანებული და მას კარგად იყენებთ, არ არის აუცილებელი მისი 4-5 საათში გამოცვლა. შეგიძლიათ ნიღაბი 2-3 დღე გამოიყენოთ”