რუსეთის სამხედრო დარტყმების შედეგად ოდეს ოლქში სოფელ ლიპეცეოსკში 18 ადამიანი გარდაიცვალა. ოდესის ოლქში, უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 11:00 საათის მონაცემებით, ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა გახდა შესაძლებელი. მათი ჰოსპიტალიზაცია უკვე განხორციელდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთ-ერთი გადარჩენილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 10 ქალი და 8 მამაკაცია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ნანგრევების გასუფთავება.