რუსეთმა უკრაინა „ტერორისტული მეთოდების“ გამოყენებაში დაადანაშაულა

რუსეთის თავდცვის სამინისტრო უკრაინის ხელისუფლება ტერორისტული მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა. აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება თავისი მოქმედებებით მშვიდობიან მოსახლეობაზე საპასუხო დარტყმის განხორციელების პროვოცირებას ახდენს.

„უკრაინის ხელისუფლებამ მრავალგზის განაცხადა, რომ არ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან და არ ათავსებს მძიმე საბრძოლო ტექნიკას ქალაქებში. ასეთმა ტყუილმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები. ეს განზრახ კეთდება, იმისთვის რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო დარტყმა გამოიწვიონ. უკრაინის ნეონაცისტური ხელისუფლება იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც იყენებენ ტერორისტები“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.